„ლიბერთი ბანკის” ხელშეწყობით, შშმ ბავშვების განახლებული დღის ცენტრი გაიხსნა
„ლიბერთი ბანკის” ხელშეწყობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განახლებული დღის ცენტრი გაიხსნა. როგორც „კვირას“ “ლიბერთი ბანკიდან” აცნობეს, არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობელთა ხიდი” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლებმა 1998 წელს დაარსეს, ხოლო 2004 წელს საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით დღის ცენტრი გაიხსნა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ,,ლიბერთი ბანკის” საშუალებით განხორციელდა.
მათივე ინფორმაციით, ცენტრი ყოველდღიურად 45 ბენეფიციარს ემსახურება და თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური პროგრამის საფუძველზე ხორციელდება მუსთერაპია, არტთერაპია, ქორეოგრაფია, შრომათერაპია, დრამთერაპია.
დღეიდან ცენტრში “ლიბერთი ბანკის” დახმარებით განახლებული სასადილო გაიხსნა, რომელიც ბენეფიციართა ორჯერად კვებას უზრუნველყოფს.