გამოფენა „საქართველოს ქალები ხუროთმოძღვრებაში“ გაიმართება

დღეს, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით „საქართველოს ქალები ხუროთმოძღვრებაში“ გაიხსნება.
საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპზე, თითქმის ყველა სფეროში ქართველი ქალები წარმატებულად მოღვაწეობენ. მათ შორის გახლავთ ისეთი, ერთი შეხედვით, „არაქალური“ პროფესიები, როგორიც არის სამშენებლო ბიზნესი და ხუროთმოძღვრება. განსაკუთრებულია ქალების წვლილი ქართული დიზაინის განვითარების საქმეში.
სწორედ ქალების მნიშვნელოვანი როლის შეფასებასა და დაფასებას აღნიშნულ სფეროში და მათი საქმიანობის შემდგომი მოტივირების წახალისებას ეძღვნება ფორუმი, რომელიც გამოფენისა და დიალოგის ფორმატში გაიმართება. ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს სამშენებლო სექტორში ახალგაზრდა ქალების კარიერისა და სამეწარმეო გამოცდილების განვითარების პერსპექტივა; ქალთა ქსელებისა და ბიზნესგაერთიანებების ფუნქციონირება. მათი მიზნები, მიზნის მიღწევის გზები და მეთოდები. შესაძლო წინააღმდეგობანი. ქალთა ქსელების სტრატეგიები აგრეთვე ქალთა ქსელების მხარდაჭერის ფორმები. მათი ინსტიტუციონალური უზრუნველყოფა, კრეატიული მრეწველობის, განსაკუთრებით არქიტექტურისა და დიზაინის ხელშეწყობის გზები და მეთოდები ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბებით.
ღონისძიების ორგანიზატორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“. მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს არქიტექტორთა კავშირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები