ლევან ჩაჩუას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება
ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. პროცესს ბრალდებული ჩაჩუაც დაესწრება.
ადვოკატის განცხადებით, აქამდე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დაცვის პოზიცია მთლიანად მყარდება.
ლევან ჩაჩუა დაახლოებით 8-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ მოსამართლემ ათი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას ჟვანიას საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით აქვს ბრალი წაყენებული.