უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენცია მეჟგორიეში
უკრაინაში, კიევიდან ჩრდილოეთით, 20 კმ-ის დაშორებით, მეჟგორიეში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის რეზიდენციაა განთავსებული. დღეს რეზიდენციის შენობას, უამრავი ადამიანი ეწვია, რათა საკუთარი თვალით ენახათ, თუ როგორ ცხოვრობს პრეზიდენტი. თუმცა, რეზიდენციის მასპინძელი „დაუპატიჟებელ სტუმრებს“ სასახლეში არ დაუხვდა. მეჟგორიეში ეს სასახლე მე-9 საუკუნის ისტორიულ ნაგებობას წარმოადგენს. ერთ დროს თავადების სასახლის ტერიტორიაზე ნაკრძალი არსებობდა. მას შემდეგ, რაც ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი გახდა, ნაკრძალის ტერორიაზე გოლფის სათამაშო მოედნები გააშენა, სანადიროდ ტყე-პარკს იყენებდა და საკუთარი აეროდრომიც მოაწყო. ერთ დროს სახელმწიფო საკუთრება უკრაინის პრეზიდენტმა კერძო საკუთრებად აქცია.