თბილისის მერიის სტრუქტურებში დასაქმებულები საახალწლოდ მე-13 ხელფასს მიიღებენ

მერიის სტრუქტურებში დასაქმებული დაახლოებით 17 ათასი ადამიანი საახალწლოდ მე-13 ხელფასს მიიღებს – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სამუშიამ აღნიშნა, ასევე შესაძლოა, “სინათლის ქალაქში” დასაქმებულმა ადამიანებმაც მიიღონ ფინანსური შეღავათები.
„წინასაახალწლოდ მე-13 ხელფასს მიიღებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული მძღოლები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები და “თბილსერვისჯგუფის” თანამშრომლები. ჯამში მე-13 ხელფასი დაახლოებით 17 000 ადამიანზე გაიცემა. ასევე, შესაძლოა, შპს “სინათლის ქალაქში” დასაქმებულმა ადამიანებმა წინასაახალწლოდ გარკვეული ფინანსური შეღავათებითაც ისარგებლონ“, – განაცხადა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები