ობამა: ახალმა სანქციებმა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, აშშ-სა და ევროპას შორის განხეთქილება გამოიწვიოს
უკრაინის მოვლენების გამო რუსეთის მიმართ ახალი სანქციები ფრთხილად უნდა დაწესდეს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა. ობამას აზრით, სანქცირებულმა ზომებმა ვაშინგტონსა და ევროპას შორის, შესაძლოა, განხეთქილება გამოიწვიოს, – წერს „როიტერი“.
„მოსაზრება, თითქოსდა, უბრალოდ კიდევ და კიდევ შეგვიძლია ახალი სანქციების დაწესება და, ამის შედეგად, საერთო ჯამში, პუტინი საკუთარ აზრს შეიცვლის, ჩემი აზრით, არასწორი გათვლაა. რუსეთის პრეზიდენტს სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებას იმის შეგნება აიძულებს, რომ ევროპა და შეერთებული შტატები ერთობლივად მოქმედებენ. თუ დაინახავენ, რომ კოალიციაში უთანხმოება არ არსებობს, გარკვეული დროის შემდეგ იტყვიან, რომ საფასური, რომელიც მათი ქვეყნის ეკონომიკამ გადაიხადა, მათ მიერ მიღებული ნებისმიერი ქონების საფასურს აჭარბებს “, – განაცხადა ობამამ.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთის ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ სანქციებს მიმართეს. ამის საპასუხოდ, რუსეთმა აშშ-ს, ევროკავშირის, კანადის, ავსტრალიისა და ნორვეგიის პროდუქტებზე ემბარგო დააწესა.