დაახლოებით 12 000 ოჯახს თბილისში დასუფთავების დავალიანება გაუნულდება
თბილისის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, წელს ცხადდება ფაქტობრივად ამინისტია და დასუფთავების გადასახადის დავალიანების მქონე ოჯახებს დავალიანების დასაფარი თანხა ვაუჩერის სახით დაერიცხება. ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე 2014 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. სამუშიას თქმით, დასუფთავების დავალიანება თბილისში დაახლოებით 12 000 ოჯახს გაუნულდება.
მისივე თქმით, თბილისის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, წელს ცხადდება ფაქტობრივად ამინისტია და დასუფთავების გადასახადის დავალიანების მქონე ოჯახებს დავალიანების დასაფარი თანხა ვაუჩერის სახით დაერიცხება.
“წლების განმავლობაში დაგროვილი დასუფთავების დავალიანება დაახლოებით 12000 ოჯახს ერიცხება. ჩვენი გადაწყვეტილებით, წლევანდელ წელს ცხადდება ფაქტობრივად ამნისტია. ასეთი კატეგორიის ოჯახებს ვაუჩერის სახით სპეციალურად დაერიცხებათ აღნიშნული დავალიანების დასაფარი თანხა და აღნიშნული დავალიანება მთლიანად ნულდება. ეს დაახლოებით მილიონ ლარზე მეტია”, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.