ვიქტორ იანუკოვიჩმა მოსახლეობისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა
პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სახელწიფო გადატრიალებად აფასებს და თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ვიქტორ იანუკოვიჩის მრჩეველზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ანა გერმანმა განუცხადა, იანუკოვიჩმა მოსახლეობისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელიც ინტერნეტით უახლოეს წუთებში გავრცელდება. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების ყველა ნიშანია. ანა გერმანმა ვიქტორ იანუკოვიჩის ციტირებაც გააკეთა:
„ყველაფერს ვაკეთებ, რომ უკრაინაში სისხლი არ დაიღვაროს. მუდმივად მაწვდიან ინფორმაციას მოქალაქეების შესახებ. მე ვცდილობ დავიცვა ისინი. ესენი არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც მუშაობენ, მიდიან სკოლაში და უბრალოდ ცხოვრობენ. მე არ მინდა მათ პრობლემები შეექმათ და არ დავუშვებ სისხლისღვრის გაგრძელებას. ცდილობენ ჩემს დაშინებას, რათა მიბიძგონ იმისკენ, რომ ჩემივე ხელით დავწერო განცხადება გადადგომის შესახებ, მაგრამ მე თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ“.