პოროშენკომ რუსეთის ფედერაციას ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა

ავსტრალიაში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისა და რუსეთ-უკრაინის საზღვრის დაკეტვის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„გთხოვთ, გაიყვანეთ ჯარები ჩემი ტერიტორიიდან… გთხოვთ, დაკეტოთ საზღვარი. და პირობას ვდებ, რომ თუ საზღვარს დაკეტავთ, ერთი, ორი, სამი კვირის მანძილზე უკრაინაში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს. ყველაფერი ძალიან მარტივია“, – განაცხადა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა და დასავლური ქვეყნები რუსეთს უკრაინაში მოქმედი სეპარატისტების დაფინანსებაში და სამხედრო მომზადებაში ადანაშაულებენ.
მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კონფლიქტის მხარე არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები