ელისო ვირსალაძე ბათუმში დაუკრავს

დღეს ელისო ვირსალაძე ბათუმში დაუკრავს. კონცერტში პიანისტთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი. ღონისძიებას დავით მუქერია უდირიჟორებს. პროგრამაშია შუმანის საფორტეპიანო კონცერტი და ბეთჰოვენის პირველი სიმფონია.
„დიდი ხანია დაგეგმილია ეს კონცერტი, ერთი წლის წინ შევთანხმდით ქალბატონ ელისოსთან. დიდი სიამოვნებით დათანხმდა, რომ მონაწილეობა მიეღო ჩვენს კონცერტში. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენს ქალაქში არის კონსერვატორია, დაწყებითი მუსიკალური სკოლები და ყველა ახალგაზრდა დაესწრება ამ კონცერტს, მათთვის ეს იქნება შეხვედრა ცოცხალ ლეგენდასთან. ეს ნამდვილად ისტორიული ფაქტია “, – ამბობს დავით მუქერია. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები