“ეკა კვესიტაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთების შემსრულებელ ჟურნალისტადაა ქცეული”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ, თავისი გადაცემით „ქართული ოცნება“ ლაფში ამოსვარა.
„ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის 6 დეკემბრის „განსხვავებული აქცენტებზე“ მინდოდა მესაუბრა. ამ გადაცემის მეშვეობით, მან საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. ზოგადად, ეს ქალი, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას აგრძელებს. ის „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთების შემსრულებელ ჟურნალისტადაა ქცეული. აყალბებს ფაქტებს. ამის ნათელი დადასტურებაა 6 დეკემბრის „განსხვავებული აქცენტები“, სადაც ის საუბრობდა ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. გადაცემაში მოტანილია კადრი და ადევს სავსებით შეუფერებელი ტექსტი. ანუ საუბარია ძველი ხელისუფლების მოქმედებაზე და კადრებში ვხედავთ ღარიბაშვილს, ჭიკაიძეს, ხვედელიძეს, ტაბატაძეს… ამ ადამიანების ამ გადაცემაში ასახვა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, თითქოს იმ სპეცოპერაციაში მონაწილე პირები ჰყავს დღეს ხელისუფლებას მაღალ თანამდებობებზე. ქალბატონმა კვესიტაძემ ბოდიში უნდა მოიხადოს ხელისუფლების წინაშე, იმის გამო, რომ ასეთი გადაცემით, „ქართული ოცნება“ ლაფში ამოსვარა“, – განუცხადა დეპუტატმა „ალიას“.

წყარო “ალია”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები