პატრიარქმა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან ილოცა

     სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში მიბრძანდა. ტაძარში დაბრძანებული ღირსი მამა გაბრიელის ხის ლუსკუმა სასულიერო პირებმა რამდენიმე წუთით გახსნეს. მამა გაბრიელი შავ შესამოსელშია. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან ილოცა, რის შემდეგაც ტაძარში შეკრებილთ მცირე ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა მომლოცველებს მამა გაბრიელის შემწეობა უსურვა. უწმინდესი სვეტიცხოველში ხვალ 10:00 საათზე საღმრთო ლიტურგიას აღავლენს. სასულიერო პირები სვეტიცხოველში დღეს ღამისთევის მსახურებას ჩაატარებენ. ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სვეტიცხოვლის ტაძარში დღეს და ხვალ დარჩება. ნეშტს 24 თებერვალს თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ, სადაც ერთი კვირის განმავლობაში მომლოცველებს საშულება ექნებათ, წმინდა ნაწილებს პატივი მიაგონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები