უკრაინაში სეპარატისტების მხარეზე ჩეჩნეთის „სიკვდილის ბატალიონი“ იბრძვის (ვიდეო)

პრორუსული სეპარატისტების მხარეზე უკრაინაში ათობით ჩეჩენი იბრძვის. სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში ბატალიონის მეთაურის მოადგილემ განაცხადა, რომ „სიკვდილის ბატალიონში“ 300 ჩეჩნეთის მკვიდრი, ძირითადად, ყოფილი სპეცრაზმელები იბრძვიან. გარდა ამისა, ბატალიონის შემადგენლობაში 1994-96 და 1999-2000 წლების ჩეჩნეთის ომების მონაწილეებიც შედიან.
„როიტერის“ რესპონდენტმა საკუთარი გვარი საიდუმლოდ დატოვა, მისი ზედმეტსახელი კი სტინგერია. სტინგერის თქმით, მებრძოლების სამხედრო სტაჟი 10-დან 20 წლამდე მერყეობს. გარდა ამისა, სტინგერმა განაცხადა, რომ „სიკვდილის ბატალიონის“ ზოგიერთი მეომარი თავდაპირველად ჩეჩნეთში ფედერალური ძალების წინააღმდეგ იბრძოდა, თუმცა მოგვიანებით წინააღმდეგობაზე უარი განაცხადეს და რამზან კადიროვის მამის აჰმატ კადიროვის მიერ ამნისტირებულები იყვნენ.
სტინგერმა აღნიშნა, რომ ის და მისი კოლეგები, ძირითადად, რუსული არმიის და სპეცრაზმის ოფიცრები, სამხედრო კამპანიების ვეტერანები არიან.

10822239_882485558458350_1394130614_n 10846806_882485555125017_372146600_n 10850836_882485551791684_242770434_n 10859784_882485561791683_1963359305_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=-80rTJ6HXlI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები