დავით ყიფიანს კიევიდან სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ
უკრაინაში გარდაცვლილ დავით ყიფიანს სამშობლოში კიევის დროით 18.40 საათზე კიევი-თბილისის ავიარეისით ჩამოასვენებენ – ამის შესახებ „კვირას“ უკრაინაში საქართველოს ვიცე – კონსულმა თემურ კერესელიძემ განუცხადა. მისი თქმით, ყველა საჭირო დოკუმენტაცია გამზადებულია და ცხედარს თბილისში გვიან ღამით ჩამოასვენებენ. კიევში, მაიდანზე დავით ყიფიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. უკრაინელებმა მის ხსოვნას სხვა დაღუპულებთან ერტად პატივი მიაგეს. 34 წლის დავით ყიფიანი უკრაინაში 20 თებერვალს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველის გარდაცვალების მიზეზად გულის იშემიური დაავადებაა მითითებული. თუმცა, მედიაში გავრცელებული ვერსიით, დავით ყიფიანი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.