სოზარ სუბარი ირაკლი ალასანიაზე: რამ დაუგროვა ასეთი ბოღმა, მართლა არ ვიცი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ყოველდღე ერთსა და იმავეს ლაპარაკობს და არ ესმის, რატომ არ იღლება ამით.
მისივე თმით, როდესაც ისინი თვითმმართველობის არჩევნებზე იბრძოდნენ, მისი მხრიდან არ მოუსმენია ამის მეასედი ლანძღვა იმჟამინდელი მთავრობის მიმართ.
„დავიღალე, ერთსა და იმავეს ლაპარაკობს ყოველ დღე და რატომ არ იღლება, არ მესმის. რამდენიმე თვის განმავლობაში „ალიანსი საქართველოსთვის“, როდესაც ერთად ვიბრძოდით თბილისის მერობისთვის და თვითმმართველობის არჩევნებზე, მისი მხრიდან ამის მეასედი ლანძღვა არ მსმენია მაშინდელი ხელისუფლების, სააკაშვილის, თბილისის მერის და სხვა პირების მიმართ. რამ დაუგროვა ასეთი ბოღმა მართლა არ ვიცი“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები