მთავრობის ადმინისტრაცია ODIHR-ის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მთავრობა მიესალმება OSCE/ODIHR მონიტორინგის მისიის როლს კონსტრუქციული რჩევებითა და რეკომენდაციებით მხარი დაუჭიროს საქართველოში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმებს და ამით წვლილი შეიტანოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.
ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურის მიერ OSCE/ODIHR-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„2012 წლის არჩევნების შემდეგ მთავრობამ გამოხატა პოლიტიკური ნება და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODHIR), საქართველოს წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებზე დაკვირვების თხოვნით თავად მიმართა. აღნიშნული ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს: მომხდარიყო სასამართლო პროცესებზე გამოვლენილი დარღვევების იდენტიფიცირება და რეფორმების გზით მათი აღმოფხვრა. მთავრობის მიერ OSCE/ODIHR სადამკვირვებლო მისიის საკუთარი ინციატივით მოწვევის ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დღევანდელი ხელისუფლების სურვილს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყოს ღია და გამჭვირვალე.
ODHIR-ის მიერ დღემდე განხორციელებული ანალოგიური დაკვირვებების შედეგად, დარღვევები ყოველთვის იყო აღმოჩენილი, მაგრამ ბევრი ხელისუფლება თავს იკავებს მისიის მოწვევისგან. მისიის მიზანისასამართლო პროცესებზე არსებული დარღვევებისგამოვლენაა. ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოში არ მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ამ მიმართულებით, თუმცა ეს პროცესი არ არის დასრულებული და ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებით დაიწყო სასამართლო რეფორმა და ინტენსიურად გრძელდება. მისი ეფექტური განხორციელება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
აღსანიშნავია, რომ OSCE/ODIHR სადამკვირვებლო მისიის დასრულების შემდეგ მისიის წარმომადგენლებსა და მთავრობის წარმომადგნელებს შორის მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები და აქტიური თანამშრომლობა. თუმცა, OSCE/ODIHR-ის მოთხოვნის შესაბამისად, მონიტორინგის განხორციელების პროცესი იყო აბსოლუტურად დამოუკიდებელი და მთავრობის მხრიდან მაქსიმალურად იყო დაცული პროცესში ჩაურევლობა.
აღნიშნული ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა მოხდეს რეკომენდაციების წარმატებული იმპლემენტაცია და აღმოიფხვრას მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეუთო-ს ODIHR-ის მისიის მონიტორინგის დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია 14 საქმეზე, რომლებიც ეხება ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, ბაჩო ახალაიას და სხვებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მოხელეების მიერ გაკეთებული განცხადებები, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებაზე, საზოგადოებაში გარკვეულ სპეკულაციებს იწვევდა და აკნინებდა სასამართლო სისტემას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები