ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი იტალიის ისტორიაში
იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, 39 წლის მატეო რენცმა იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად დაიკავა. ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ – მინისტრი გახდა. რენცი პრემიერ-მინისტრის რანგში ოფიციალურად ასრულებს თავის მოვალეობას და პრეზიდენტ ჯორჯიო ნაპოლიტანოს უკვე წარუდგინა მინისტრთა კაბინეტის ახალი სია, რომელიც თავად აირჩია. სიაში 16 მინისტრი შევიდა, მათ შორის 8 ქალია.
„მთავრობაში, რომელიც მე ჩამბარდა, მრავალი ცვლილება განვახორციელე. დიდ რეფორმებს ვგეგმავ. ამ შანსის დაკარგვის უფლება არ გვაქვს”, – განაცხადა მატეო რანცმა.
იტალიის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის ცვლილებები დაამტკიცა და ახალ პრემიერს წარმატებები უსურვა. მატეო რანცმა ყოფილი პრემიერი ენრიკო ლეტტა შეცვალა, რომელმაც პოსტი 14 თებერვალს დატოვა.