9-10 დეკემბერს ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 30-ე რაუნდი იმართება

ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს.
მისი თქმით, ქართული მხარე დისკუსიების 30-ე რაუნდზე სხვა თემებთან ერთად რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის 24 ნოემბერს გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების საკითხს დააყენებს. ამასთან, ქართული დელეგაცია მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
“ძირითად ყურადღებას გავამახვილებთ ე.წ. ხელშეკრულებაზე და იმ მასშტაბურ წვრთნებზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, მოვითხოვთ, გაგრძელდეს მუშაობა და რუსეთმაც აიღოს საპასუხო ვალდებულება ძალის არ გამოყენების თაობაზე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, რომლებიც სტაბილურობას და მშვიდობას უზრუვნელყოფენ“, -განაცხადა დონდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები