ზუგდიდში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხორში, 1000 ძირამდე თხმელისა და რცხილის ჯიშის ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს.
ბრაკონიერების მიერ ხე- ტყის უმეტესი ნაწილი გატანილია ჭრის ადგილიდან.
გარემოზე მიყენებული ზიანი დგინდება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება სამგერელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები