ხათუნა ლაგაზიძე: სააკაშვილმა საკუთარ ოფიცრებს ფაქტობრივად დეზერტირობისკენ მოუწოდა

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ თუ ქართველი ოფიცრები, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ, უკრაინის მოქალაქეობას მიიღებენ, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ეხმაურება.
ლაგაზიძის შეფასებით, აღნიშნული განცხადებით სააკაშვილმა ქართველ ოფიცრებს დეზერტირობისკენ მოუწოდა.
პოლიტოლოგის თქმით, ძალიან საინტერესოა, რას უწოდებდნენ სააკაშვილის საქციელს მისი ამერიკელი და ევროპელი მხარდამჭერები, ის რომ მათი ყოფილი პრეზიდენტი ყოფილიყო?!
“რა ჰქვია ახლა ამ ადამიანის საქციელს, საკუთარ ოფიცრებს ფაქტობრივად დეზერტირობისკენ რომ მოუწოდებს, უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ ქართული არმიის დატოვებას რომ სთავაზობს და ქართული ჯარის პროფესიონალებისგან დაცლის ინსპირატორი ხდება?! ყოფილი პრეზიდენტი მაინც არ იყოს! ძალიან საინტერესოა, რას უწოდებდნენ ამ კაცის საქციელს მისი ამერიკელი და ევროპელი მხარდამჭერები, ის რომ მათი ყოფილი პრეზიდენტი ყოფილიყო?! ვინმე ჭკუათმყოფელს წარმოუდგენია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მოწოდება: არიქა, ჩემო სასიქადულო ოფიცრებო, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ თქვენი ქვეყნის თავდაცვა შეასუსტეთ და სხვა ქვეყანას ემსახურეთო?! რა ყველაფერი უკურნებელი ჩვენ უნდა გვჭირდეს?!“- წერს ხათუნა ლაგაზიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები