ყვარელში ქარმა სახლებს სახურავები გადახადა

     ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და რამდენიმე   სახლის კედელი ჩამოანგრია. ყვარლის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტებთან ერთად შემთხვევის ადგილი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ აკაკი ნათალიშვილმა მოინახულა. ნათალიშვილი დაზარალებულებს გაესაუბრა და დახმარებას დაჰპირდა. მისი თქმით, შაქრიანის კუტურის სახლის სააქტო დარბაზის იატაკიც დაზიანებულია. ზარალის ოდენობა უკვე დადგენილია. შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს მუნიციპალიტეტის გამგეობა დაეხმარება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები