თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოებია.
მათივე ინფორმაციით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, დავით ყიფიანის, მაიაკოვსკის, ქურდიანის, მეტრეველის, იამანიძის და ბათუმის ქუჩების 646 აბონენტს.
კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და ღოღობერიძის ქუჩის 43 აბონენტს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფ გლდანის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის 117 აბონენტს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირისც და საექიმოს ქუჩის 648 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები