პრინცი უილიამი ბარაკ ობამას შეხვდა
ბრიტანეთის პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეით მიდლტონი აშშ–ში ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში სამეფო წყვილი ბარაკ ობამას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
შეხვედრისას მათ პრინც ჯორჯის დაბადების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრა აშშ–ში კემბრიჯის ჰერცოგის და ჰერცოგინიას სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი უილიამი აშშ–ში ვიზიტისას ველური ბუნების დაცვისადმი მიძღვნილ კონფერენციაშიც მიიღებს მონაწილეობას.