იემენში გემის ჩაძირვისას 70 ადამიანი დაიღუპა

გემი, რომლის ბორტზეც არალეგალი მიგრანტები იმყოფებოდნენ, იემენის დასავლეთ სანაპიროსთან ჩაიძირა. კატასტროფის შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც BBC News–ს ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებმა განუცხადეს, გემის ჩაძირვის მიზეზი ძლიერი ქარი და ტალღები გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა ეთიოპიის მოქალაქეები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები