ეკა ბესელია ევროსაბჭოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას



     ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროსაბჭოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. კომიტეტის სხდომა 10 დეკემბერს პარიზში გაიმართება.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, განხილება შემდეგი თემები: ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ეფექტურობა – ბრაიტონის დეკლარაცია, ადამიანის უფლებები ჩრდილო კავკასიაში, პოლიტიკური დევნის კრიტერიუმები, ადამიანის უფლებათა გამოწვევები ევროპაში.
10 დეკემბერს ასევე გაიმართება ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის სხდომა, სადაც განიხილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა 2014 წელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები