ფრანკ შტაინმაიერი: გერმანია-საქართველოს შორის კიდევ ბევრი შეთანხმება იარსებებს

გერმანია აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგა თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანია-საქართველოს შორის კიდევ ბევრი შეთანხმება იარსებებს.
“მე გპირდებით, რომ ჩვენი შესაძლებლობებით აქტიურად მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროპულ გზას, არჩევანს”, – განაცხადა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან შედეგობრივად განაგრძობს ევროპულ კურსს.
შტაინმაიერმა საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ISAF-ის ოპერაციები სრულდება.
“ჩვენ ვიცით, რომ ავღანეთს ჯერ კიდევ სჭირდება თანხმობა, დახმარება, მხარდაჭერა. მოხარული ვარ, რომ ჩვენ, ორი ქვეყანა, გერმანია და საქართველო ვაგრძელებთ მომავალი წლიდან ამ რთულ გზას. მოხარული ვარ, რომ ჩვენს შორის ქართულ-გერმანული ურთიერთობები ინტენსიურია არა მხოლოდ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის გამო, არამედ ბევრი მიზეზის გამო”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები