“აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე სასაუბროდ ყველა ფორმატს გამოვიყენებთ”

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე სასაუბროდ ქართული მხარე ყველა ფორმატს გამოიყენებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ მუშაობა დავიწყეთ მანამ, სანამ გაფორმდებოდა ე.წ. ხელშეკრულება, როდესაც იყო ამის შესახებ პირველი სიგნალები, რათა მოგვეხდინა მაქსიმალური მობილიზება საერთაშორისო თანამეგობრობის და მიგვეწვდინა მაქსიმალურად, დეტალურად იმ საფრთხეების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ეს სიახლე იწვევს არა მარტო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად, როგორც რუსეთის კიდევ ერთი სერიოზული მცდელობა, თავის სამეზობლოში საერთაშორისო ნორმების დარღვევით ხელყოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები