შტაინმაიერი: საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოში ვიზიტისას, თავის ქართველ კოლეგა თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოცულობითი სამუშაოებია ჩასატარებელი, მაგრამ ეს ნამდვილად ღირს.
“ხდება ვიზების ლიბერალიზაცია და ფაქტობრივად ერთი ნაბიჯი, ძალიან ცოტა დარჩა უვიზო მიმოსვლამდე. ვფიქრობ, ეს პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება. საქართველოს აქვს მკაფიო და გამჭვირვალე ვალდებულებები ნაკისრი და ახლა უნდა მოხდეს ამის შესრულება”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შტაინმაიერის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე გაამახვილა ყურადღბა და აღნიშნა, რომ მოცულობითი დოკუმენტი არის სტიმული საქართველოს რეფორმებისა და მოდერნიზაციის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები