მიხეილ გიორგაძე იმერეთის რეგიონს ეწვევა

  9 დეკემბერს, 14:30 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი იმერეთის რეგიონს ეწვევა. მიხეილ გიორგაძე ხარაგაულში რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის (ხარაგაული, საჩხერე, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, ზესტაფონი) სამუსიკო სკოლებს, ფოლკლორულ ანსამბლებსა და სამუსიკო ჯგუფებს შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ხალხურ საკრავებს, კლასიკურ, საესტრადო მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და აუდიოაპარატურს გადასცემს.
მინისტრი ხარაგაულის კულტურის სფეროს მუშაკებს, მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრა გაიმართება ხარაგაულის კინოთეატრის შენობაში, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს კინოჩვენებისათვის საჭირო აპარატურით აღიჭურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები