„Colors in Fashion“ – ვორქშოფის პრეზენტაცია გაიმართება

  9 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტების მიერ ფლორენციაში ჩატარებული ვორქშოფის პრეზენეტაცია გაიმართება. ვორქშოფის თემაა – „Colors in Fashion“.
23 ნოემბერს, ქალაქ ფლორენციაში 2014 წლის საერთაშორისო სიმპოზიუმ Costum Colloquium IV- ის ფარგლებში ჩატარდა ორი ვორქშოფი.
პროექტი განხორციელდა კულტურის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით, თსს აკადემიასა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. ჩატარებული ვორქშოფის მოდერატორები და ხელმძღვანელები იყვნენ: საერთაშორისო ექსპერტი, აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ნანა იაშვილი, პროფესორი პაოლა პუმა – ფლორენციის უნივერსიტეტი, პროფესორი და მოდის კველვითი ცენტრის დირექტორი გილიონ კარარა – ჩიკაგოს ინსტიტუტის მოდის კვლევითი ცენტრი.
პროექტის მიზანია, სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა თავიანთი ნამუშევრებისა და შემოქმედებითი უნარების წარდგენის გზით შეაბიჯონ პროფესიულ სამყაროში, თვითონვე შექმნან სამომავლო პერსპექტივები კარიერისათვის და ეს მოხდეს მათთვის მეცნიერებისა და პრაქტიკოსების მხრიდან პროფესიონალური და ადამიანური გამოცდილების გაზიარების გზით.
აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს უწყობს როგორც სტუდენტთა ინფორმირებულობის ამაღლებას და მათი პროფესიონალიზმის ზრდას, ასევე ქართული მოდის დიზაინის სკოლის პოპულარიზაციას და ინტეგრაციას საერთაშორისო ასპარეზზე. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სიმპოზიუმი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, მომავალ სიმპოზიუმში მონაწილეობის მიღება წარჩინებული სტუდენტების ჯგუფთან უკვე ახალ თემებზე მუშაობით იგეგმება, კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციების დამყარების, ნაყოფიერი თანამშრომლობისა და კულტურული დიალოგის გამართვის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები