გაგა ლომიძის ლექცია „აკრძალული ლიტერატურა“ გაიმართება

   12 დეკემბერს, 19:00 საათზე წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ გაგა ლომიძის ლექცია „აკრძალული ლიტერატურა“ გაიმართება.
ლექციის თემაა: ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკი“; ლიტერატურული გავლენები;
რატომ იკრძალებოდა და იკრძალება ლიტერატურული ნაწარმოებები; პარიზი – ხელოვანების თავშესაფარი.
ლექცია რიგით მეშვიდეა ლიტერატურული შეხვედრების ციკლიდან. ლექციების ორგანიზატორები არიან „დიოგენე“ და „არტარეა“, მხარდამჭერი კი – თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები