ნეპალში მგზავრებით გადატვირთული ავტობუსი 600 მეტრის სიმაღლიდან გადაიჩეხა

  ნეპალში მგზავრებით გადატვირთული ავტობუსი მთიან რეგიონში მგზავრობისას გადაიჩეხა. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ამ დროისთვის 17 ადამიანია დაღუპული, 50 მგზავრის მდგომარეობა კი საკმაოდ მძიმეა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიციის მიწოდებულ ცნობაზე დაყრდნობით „ასიშიეიტედ პრესი“ ავრცელებს.
ავარია ორშაბათ ღამით დასავლეთ ნეპალში, დედაქალაქ კატმანდუდან 400 კმ-ის მანძილზე, სოფელ პოკხარაკადას ტერიტორიაზე მოხდა. გავრცლებული ცნობით ავტობუსში, რომელიც 38 მგზავრზე იყო გათვლილი, 67 მგზავრი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები