უკრაინის იუსტიციის მინისტრი შესაძლოა, ქართველი გახდეს

  უკრაინის იუსტიციის მინისტრი შესაძლოა, ქართველი გახდეს, – ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. ცნობილია, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი საერთაშორისო ექსპერტს, იურისტს, საქართველოს ან ლიტვის მოქალაქეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 10 დეკემბერს დანიშნავს, – წერს ukranews.com-ი.
„უახლოეს მომავალში წარმატებული სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის გამოცდილების მქონე უცხოელ სპეციალისტებს მოვიწვევთ. ეს სპეციალისტები საქართველოდან და ლიტვიდან ჩამოვლენ. მალე ამ რომელიმე ქვეყნიდან იუსტიციის სამინისტროში ახალი სპეციალისტი გამოჩნდება“, – განაცხადა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ იგორ ბონდარჩუკმა.
ბონდარჩუკის ინფორმაციით, მინისტრის ახალი მოადგილე კორუფციასთან ბრძოლას უხელმძღვანელებს. მისივე განცხადებით, დანიშვნამდე, უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, მინისტრის ახალი მოადგილე უკრაინის მოქალაქეობას მიიღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები