„სააკაშვილის ყოფილი ჩინოვნიკების უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნა უკრაინული სახელმწიფოს განადგურებას ნიშნავს!“

  პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნების თანამდებობაზე დანიშვნის ფაქტს ეხმაურება. როგორც კახა კუკავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ხელისუფლებას რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი „ნიუნბერგის პროცესით“ გაესამართლებინათ, უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ჩინოსნების თანამდებობაზე დანიშვნის სურვილი აღარ გაუჩნდებოდათ.
„სააკაშვილის ყოფილი ჩინოვნიკების უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნა უკრაინული სახელმწიფოს განადგურებას ნიშნავს! ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინულ სახელმწიფოს არც ღირსება გააჩნია და არც მომავალი! სანდრო კვიტაშვილი ნამდვილად არ იყო სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის სახე, მაგრამ იგივეს ვერ გეტყვით მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეზე ეკა ზღულაძეზე! დარწმუნებული ვარ, ეს მინისტრები პოსტზე დიდხანს ვერ გაძლებენ! საერთოდ, უკრაინის მთავრობა იაცენიუკის მეთაურობით, დიდხანს ვერ გაძლებს, რადგან რაც თენგიზ სიგუას მთავრობამ გააკეთა საქართველოში, დაახლოებით იმავეს აკეთებს იაცენიუკის მთავრობა უკრაინაში. საქართველოში „ნიუნბერგის პროცესი“ რომ შემდგარიყო და „ნაციონალური მოძრაობის“ ის ნაწილი მაინც, რომელსაც მძიმე დანაშაულებები აქვს ჩადენილი, განსასჯელის სკამზე დამჯდარიყო, აღარც უკრაინის მთავრობას ექნებოდა იმის ხალისი, ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენლები მინისტრებად მიეწვია!“ – აცხადებს კახა კუკავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები