რა კეთდება პერსონალური მონაცემების დასაცავად?

   შსს-ს აკადემიაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა და შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე 15-16 და 22-23 თებერვალს ერთობლივად ჩაატარეს ტრენინგები. აღნიშნული ტრენინგები შსს-ს აკადემიასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს შორის 2014 წლის 15 თებერვალს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა და გამიზნულია შს სამინისტროს მომსახურეებისთვის. შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციის“ დებულებებს გაეცნენ. აღნიშნული ინსტრუქცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში შემუშავდა. ინსტრუქცია „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებსა და „პოლიციის სფეროში პერსონალური მონაცემების გამოყენების რეგულირების შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1987 წლის 17 სექტემბრის № R(87)15 რეკომენდაციის სტანდარტებს ეფუძნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები