კვიტაშვილი უკრაინაში მექრთამეობასთან ბრძოლას აპირებს

  უკრაინის ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა ტელეარხ „1+1“–ის გადაცემაში სამედიცინო სფეროში არსებულ მექრთამეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ის უკრაინელი ექიმები და ჩინოვნიკები, რომლებიც ქრთამის ხარჯზე ცხოვრებას შეეჩვივნენ, თავად უნდა წავიდნენ ან მათ სამართალდამცავი ორგანოები მიხედავენ. თუ არ წავლენ, მათი საქმიანობით უკვე არა მე, არამედ სხვა ორგანოები დაინტერესდებიან“, – განაცხადა კვიტაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მექრთამეობაზე ყველას შეამოწმებენ და სრულიად შესაძლებელია, რომ ეს „შეგზავნილი“ ქრთამებით მოხდეს.
„არცერთი ექიმს არცერთ ქვეყანაში არ სურს პაციენტის ჯიბეში ჩაძვრომა“, – განაცხადა ინტერვიუს დროს კვიტაშვილმა და მიანიშნა, რომ ექიმები მცირე ანაზღაურებას იღებენ.

წყარო: obozrevatel.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები