ლატვიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ საჰაერო სივრცეში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შემოიჭრნენ

ლატვიის ნაციონალურმა სამხედრო ძალებმა, ქვეყნის საჰაერო სივრცეში რამდენიმე რუსული სამხედრო თვითმფრინავის შემოჭრა დააფიქსირეს. ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ტვიტერი „twitter.com/Latvijas_armija“ იუწყება.
ლატვიური მხარის განცხადებით ბალტიის ზღვის ზემოთ ორი ბომბდამშენი Tu-22 და ორი ბომბდამშენ–რაკეტმზიდი Tu-95 გამოჩნდა, რომლებმაც ლატვიის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ ბომბდამშენებისთვის გზის გადასაჭრელად “NATO”–ს საჰაერო საპატრულო თვითმფრინავები აფრინდნენ. მანამდე ესტონეთის თავდაცვის ძალების განცხადებით, ბალტიის ზღვის ზემოთ რუსული ავიაციის საეჭვო გააქტიურება შეინიშნებოდა. სამხედრო უწყების ცნობით, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო თვითმფრინავი იმყოფებოდა, რომლებიც კალინინგრადის ოლქის მიმართულებით მიფრინავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები