1 იანვრიდან ე.წ. „ლსრ“–ის ტერიტორიაზე უკრაინის ისტორიის სწავლება აიკრძალება

  • თვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში, 2015 წლის 1 იანვრიდან საგანის – უკრაინის ისტორიის სწავლება აიკრძალება. ამ ინფორმაციას „interfax.ru“ ავრცელებს. „უკრაინის ისტორიის კურსი ნაციონალიზმითაა გაფუჭებული. 2015 წლის 1 იანვრიდან ლსრ–ის სასკოლო პროგრამებში კურსი „უკრაინის ისტორია“ კურსით „ სამამულო ისტორიით“ შეიცვლება. ამრიგად ჩვენ განვთავისუფლდებით უკრაინის ისტორიის კურსისგან, რომელიც ძალზე ნაციონალიზებულია“ – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ლსრ–ის განათლების, მეცნიერების, კულტურის და რელიგიის მინისტრმა ლესია ლაპტევამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები