რუსულმა საელჩომ ნიგერიაში თვითმფრინავის ეკიპაჟის 18 რუსი წევრის დაკავება დაადასტურა

ნიგერიის ქალაქ კანოში იარაღით სავსე თვითმფრინავის დაკავებისას ეკიპაჟის 20 წევრი დააკავეს, რომელთაგან უმრავლესობა რუსები იყვნენ.
„შაბათს, ნიგერიაში, ქალაქ კანოს აეროპორტში დაკავებული რუსული სატვირთო თვითმფრინავის ეკიპაჟი 20 წევრისგან შედგება, ამასთან მათ შორის 18 რუსი, დანარჩენი 2 – ფრანგი გახლავთ“ – ეს ინფორმაცია სააგენტო „იტარ–ტასს“ ნიგერიაში რუსეთის საელჩოს პრეს–ატაშემ არტემ რომანოვმა შეატყობინა. „თვითმფრინავი ამ დროისთვის კანოს აეროპორტში იმყოფება. რუსეთის საელჩო აგრძელებს მუშაობას ნიგერიის ხელისუფლებასთან, რომ სიტუაცია გადაწყდეს და თვითმფრინავმა გაფრენა შეძლოს“, – განაცხადა რომანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები