რუსულმა საელჩომ აღიარა, რომ ნიგერიაში დაკავებული იარაღით სავსე თვითმფრინავი რუსეთს ეკუთვნის

ნიგერიელი სამხედროების მიერ ნიგერიის ქალაქ კანოში დაკავებული იარაღით სავსე თვითმფრინავი რუსეთს ეკუთვნის, – ეს ინფორმაცია ნიგერიაში რუსეთის საელჩოს პრეს–ატაშემ არტემ რომანოვმა საელჩოს ოფიციალურ ტვიტერზე გაავრცელა.
„ნიგერიის ქალაქ კანოშს აეროპორტში დაკავებული თვითმფრინავი რუსულია, თუმცა მის ბორტზე არსებული ტვირთი – სამხედრო შეიარაღება, ფრანგულ სამშვიდობო მისიას ეკუთვნის“ – ნათქვამია რუსული საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ 6 დეკემბერს პორტალმა „Premium Times“–მა ნიგერიის ძალოვანი სტრუქტურების მიწოდებულ ცნობაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიგერიელმა სამხედროებმა დააკავეს რუსული თვითმფრინავი „ანტონოვი“, რომელიც იარაღის და საბრძოლო მასალის მსხვილი პარტიით იყო დატვირთული. იმავე დღეს რუსულმა საელჩომ უარყო, რომ თვითმფრინავი რუსეთის კუთვნილება იყო და მისი ეკიპაჟი რუსები იყვნენ . „ნიგერიაში დაკავებული თვითმფრინავი, რომლის შესახებაც დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იტყობინება, არ ეკუთვნის რუსეთს და მისი ეკიპაჟიც რუსებს არ წარმოადგენენ“, – ნათქვამი იყო რუსეთის საელჩოს განცხადებაში.
რუსული მედია–საშუალებების ინფორმაციით, თვითმფრინავი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან ჩადში მიფრინავდა, რა დროსაც ნიგერიაში იძულებითი დაშვება განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები