ყაზახურ ჩაპანსა და ბორიკში გამოწყობილი ოლანდის ფოტო ინტერნეტ–ჰიტი გახდა

საფრანგეთის პრეზიდენტის ფოტომ, სადაც ის ყაზახურ ეროვნულ ქუდსა და ხალათშია გამოწყობილი, ევროპული ინტერნეტ–საშუალებების „აფეთქება“ გამოიწვია. ამ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „Le Parisien“ ავრცელებს. ფრანსუა ოლანდი ყაზახურ ხალათსა (ბორიკი) და ქუდში (ჩაპანი) ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან ოფიციალური შეხვედრისას გამოეწყო და ეს ფოტოც ნაზარბაევის ოფიციალურ ფოტოგრაფს ეკუთვნის. ფოტო ინსტაგრამზე არსებულ ნაზარბაევის პრეს–სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ფოტო შემდგომ წაშალეს, თუმცა ის მაინც გავრცელდა და ხმაურიანი განსჯის საგანიც გახდა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ელისეის სასახლეში, საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში, ფოტოს გამოჩენა ნეგატიურად შეფასდა. ფრანსუა ოლანდი ყაზახეთში 5–6 დეკემბერს ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რა დროსაც ნაზარბაევან საერთაშორისო პოლიტიკის და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ორი ქვეყნის ლიდერმა ალმა–ატაში უნივერსიტეტ „Sorbonne Kazakhstan“–ის გახსნაში მონაწილეობაც მიიღეს. პარიზში დაბრუნებისას ოლანდი მოსკოვში მცირე ხნით შეჩერდა და „ვნუკოვო 2“–ის აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაც მოასწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები