აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი გახდება

  აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე გადამდგარი ჩაკ ჰეიგელის ნაცვლად ეშტონ კარტერი წარადგინა.
60 წლის კარტერი, პროფესიით ფიზიკოსი, 2011–2013 წლებში პენტაგონის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი კვლევით ცენტრში მუშაობდა.
ბარაკ ობამამ ეშტონ კარტერს რეფორმატორი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
„ეში სახელმწიფო სტრუქტურებში მრჩევლად და სამეცნიერო მუშაკად 30 წელზე მეტხანს მსახურობდა, ამიტომ მისი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე საუკეთესოდ მიმაჩნია“, – განაცხადა ობამამ.
შეგახსენებთ, აშშ-ს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი წინა კვირის ბოლოს გადადგა. მედიაში წერდნენ, რომ ჰეიგელმა ეს გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ მიიღო. ამ თანამდებობაზე მან 2 წლის განმავლობაში იმუშავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები