„უკრაინამ თუ გააგრძელა არსებობა, ეს პუტინისთვის ძალაუფლების დასასრული იქნება“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის აღებას პუტინი ახალი მეხუთე კოლონით შეეცდება და არა – ტანკებით. მისივე თქმით, თუ უკრაინა გაგრძელებს არსებობას ეს პუტინისთვის ძალაუფლების დასასრული იქნება.
“ქვეყნის გადასარჩენად უკრაინის პოლიტიკურ ელიტას მაქსიმუმ ექვსი თვე აქვს და საკუთარ თავს ერთი დღის დაკარგვის უფლებაც კი არ უნდა მისცენ. თუ უკრაინა გააგრძელებს არსებობას, ეს პუტინისთვის ძალაუფლების დასასრული იქნება, ამიტომ სამხედრო თვალსაზრისით, ის გააგრძელებს შეტევებს. მაგრამ ამ ეტაპზე კიევს არა ტანკებით, არამედ ახალი მეხუთე კოლონით შეუტევს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში.