გამოფენა-გაყიდვა: „დიახ, მე შემიძლია!’ გაიმართება
21 დეკემბერს, 15:00 საათზე რესტორან „დივანში“, სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია „ხელი ხელს“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახური ტიპის სახლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას გამართავს.
გამოფენაზე საზოგადოება გაიცნობს, „ხელი ხელს“ ოჯახების წევრებს, რომლებიც თვითონ მიიღებენ მონაწილეობას გამოფენაზე გაყიდვასა და სხვა აქტივობებში. გამოიფინება ხელნაკეთი საახალწლო, სასაჩუქრე ნივთები, საყურეები, სამაჯურები, გულსაკიდები და სხვა სამკაული; ნაქსოვი და ნაქარგი ნამუშევრები. აგრეთვე მათ მიერ მომზადებული უგემრიელესი ჩურჩხელები.