საქველმოქმედო აქცია-კონცერტი „გადავურჩინოთ ქეთის დედა“ გაიმართება
12 დეკემბერს, 18:00 საათზე, თსუ-ს მე-8 კორპუსში ლელა ოდიშვილის დასახმარებლად, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი „გადავურჩინოთ ქეთის დედა“ გაიმართება. აქციაზე საზოგადოების წინაშე გაგა გომართელი საკუთარი პოეზიით „და რაც სულმა სიყვარულით გამოკვება“ წარდგება. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე პოეტები: თემურ ჩალაბაშვილი, ედუარდ უგულავა, ირაკლი ასლანიკაშვილი, გიორგი თუშიშვილი, ირაკლი დეისაძე, ლიპო ლიპარტელიანი, თაფლო ზარიძე, ეკა ქურხული, ოთო ფალიანი, ანა ლაშხელი; მომღერლები: ფანდურა ბექაური, შმაგი მეძმარიაშვილი ლალიკო ჟორდანია.