რიდერ-პერფომანსი „მედეა და ოიდიპოსი“ გაიმართება
8 დეკემბერს, 19:00 საათზე ტრანსცენდ-საქართველო და ახმეტელის თეატრი – (იგივე ტრანსფორმაციის თეატრი) კიდევ ერთ ექსტრაორდინალურ და ინტერაქტიულ რიდერ-პერფორმანს-დრამას „მედეა და ოიდიპოსი“ წარმოადგენს. ეს არის ტრანსფორმაციის თეატრის მესამე წარმოდგენა, რომელშიც შედიოდა „მასხარა და ბოდრიარი“ და „კურაჟი კავკასიაში“.
პერფომანს-დრამის რეჟისორი ირაკლი გოგიაა. როლებს ასრულებენ ახმეტელის თეატრის მსახიობები. პიესის ავტორი ანტონინ მარტოა.
ეს იქნება არაორდინალური, ინოვაციური თეატრი, რომელზე დასწრებაც თავისუფალია, მაგრამ ყველა დამსწრეს საშვის მაგივრად მოეთხოვება სწრაფვა გამთლიანებული აზროვნებისაკენ, ასევე სავალდებულოა თან ჰქონდეს გადამღები გაჯეტი (აიფონი, ტაბლეტი, პროფესიონალური კამერა).
ამ ექსტრემალურ თეატრში ყველა მონაწილე თანასწორია .