ერეკლე კოდუას საქმეზე დაზარალებული რობაქიძე და მოწმე ტყეშელაშვილი დაკითხეს

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ერეკლე კოდუას საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდა. დღეს პროკურატურის ორი მოწმე დაიკითხა.
პროკურორ დავით გუმბერიძის ცნობით, დაიკითხა თავად დაზარალებული მერაბ რობაქიძე და მოწმე ილია ტყეშელაშვილი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მერაბ რობაქიძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ ერეკლე კოდუამ მოსთხოვა ძვირად ღირებული ავტომანქანების შეძენა. პროკურორის თქმით, ამ ავტომანქანებს კოდუა მოტყუებით დაეუფლა და თავის სახელზე გადაიფორმა. დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს პროკურატურის მოწმეთა სანდოობას. ადვოკატ ოთარ კახიძის თქმით, პროკურატურა მოწმეებად ნარკოდანაშაულისთვის რამდენჯერმე ნასამართლევ პიროვნებებს იყენებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით თაღლითობას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები