ეუთო: რუსეთი საკუთარ ვალდებულებებს უგულებელყოფს

უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით რუსეთმა ეუთო „ეგზისტენციალურ კრიზისში“ ჩააგდო, -ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ილკა კანერვამ განაცხადა.
„ერთ-ერთმა წევრმა-სახელმწიფომ მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით ჰელსინკის პრინციპები უგულებელყო“, – აღნიშნა კანერვამ ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე.
„რისი გაკეთება შეუძლია ეუთოს მონიტორინგისთვის, განმუხტვისთვის, შუამავლობისთვის? ინსტიტუციონალური კრიზისი ეგზისტენციალური კრიზისი გახდა. რისთვისაა საჭირო ჰელსინკის აქტი, თუ ქვეყნებმა, რომლებმაც მისი წესებით თამაშის ვალდებულება აიღეს, გადაწყვიტეს, რომ ამას არ გააკეთებენ“, – განაცხადა კანერვამ.
შეგახსენებთ, რომ ჰელსინკის აქტი, რომელიც 1975 წელს „ცივი ომის“ „განმუხტვის“ მეორე ფაზის დროს იყო ხელმოწერილი, ნატოს წევრებს, საბჭოთა კავშირსა და მასზე დამოკიდებულ ქვეყნებს ერთმანეთის საზღვრების პატივისცემასა და ადამიანის უფლებების დაცვას ავალდებულებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები