მონიკა ბელუჩი და ლეა სეიდუ ბონდის ახალი მეგობარი ქალები იქნებიან
ჯეიმს ბონდის შესახებ ახალ ფილმში მთავარ როლს უკვე მეოთხედ დენიელ კრეიგი შეასრულებს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ბონდის ახალი მეგობარი ქალების როლებს კი ფრანგი მსახიობი ლეა სეიდუ და იტალიელი ვარსკვლავი მონიკა ბელუჩი შეასრულებენ.
ფილმ „სპექტრის“ გადაღებები მეხიკოში, რომსა და ტანჟერაში გაიმართება, – განაცხადა ფილმის რეჟისორმა სემ მენდესმა.