ბათუმის საახალწლოდ მორთვა 200 ათასი ლარი დაჯდება

ბათუმის საახალწლოდ მოსართავად ბიუჯეტიდან დაახლოებით 200 ათასი ლარი გამოიყო. სამუშაოებს ბათუმის მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აჭარგანათება“ შეასრულებს. აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია ქალაქის ცენტრალური ქუჩების და შენობების ფასადების გაფორმება.
„ამაში შედის ევროპის მოედანზე ნაძვის ხის მონტაჟი და მიმდებარე ტერიტორიების გაფორმება, წელს შესყიდული იქნება ორი ათასი ახალი ფერადი გირლიანდა და 1500 ცალი ნაძვის ხის გირჩა. გათვალისწინებულია აგრეთვე ქალაქის ცენტრალური ქუჩების გაფორმება, ასევე, შენობების ფასადები ქალაქის ცენტრში“, – აცხადებს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელი მალხაზ დარჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები